სამაგისტრო პროგრამა :კომპიუტერული მეცნიერება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე; ასოცირებული პროფესორი ირინა ხუციშვილი;
სამაგისტრო პროგრამის მიზანია
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება კომპიუტერული მეცნიერების დარგში, რომლებიც თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების როგორც ფუნდამენტური კომპონენტების, ისე მთელი რიგი მოწინავე თემების სიღრმისეულ ცოდნას გამოიყენებენ შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში და კვლევების წარმოებაში.
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართვა მსოფლიო დონის თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურ ქსელში, ასევე უცხოეთში მყოფი სპეციალისტების (უცხოელი კოლეგების, განსაკუთრებით კი თანამემამულეებისა და, მათ შორის, ჩვენი კურსდამთავრებულების) ლექციებსა და კვლევაში ჩართვა საწყის ეტაპზე ელექტრონული სწავლების გამოყენებით;
- სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის შემოქმედებითი და ეფექტური გამოყენებისთვის და წერილობითი ან/და ვერბალური ფორმით წარმოდგენისთვის აუცილებელი უნარების განვითარება.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- სულ მცირე 10 ECTS კრედიტი უმაღლესი მათემატიკის დისციპლინებში;
- სულ მცირე 10 ECTS კრედიტი დაპროგრამების ენებში;
- B2 დონის გამოცდა ინგლისურ ენაში (ან შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი);
- გამოცდა ინფორმატიკაში.
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები: სამეცნიერო-საგანამანათლებლო დაწესებულებები, საბანკო-საფინანსო დაწესებულებები, სხვადასხვა კავშირგაბმულობის დაწესებულებები, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამეწარმეო ორგანიზაციები, სატრანსპორტო სამართავი სისტემები, IT კომპანიები, კერძო ბიზნესი და სხვ.